საქართველოს რესპუბლიკა. 5 იანვარი. 2004წ. გვ. 2.

 

ნტრალურ საარჩევნო კომისიაში

ცსკ თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 4 ინვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა მისივე განცხადბით, ხაშურის რაიონის სოფელ ფლევში საარჩევნო პროცესი ჩაიშალა.

        

ჭიაბერაშვილის თქმით, საარჩევნო პროცესის ჩაშლა გამოიწვია მაჟორიტარული არჩევნების განმეორებითმა ტურმა. ხაშურის რაიონში განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ვალერი გელაშვილსა და სიმონ ნოზაძეს შორის. ნოზაძის მომხრეებმა საარჩევნო პროცესის ჩატარების საშუალება საარჩევნო კომისიას არ მისცეს.

           

ჭიაბერაშვილის განცხადებით, რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა თელავის საარჩევნო უბანში, სადაც პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს ზურაბ ქელეხსაშვილს ,,გაუკეთეს მინიშნება, რომ იგი მოხსნილია საარჩევნო პროცესიდან”.

           

ზურაბ ჭიაბრაშვილის განცხადებით, ზურაბ ქელეხსაშვილს ოფიციალური განცხადება კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით ცსკ-ში არ შემოუტანია და შესაბამისად ის ბიულეტენი,რომელშიც შემოხაზული იქნება ზურაბ ქელეხსაშვილი, ბათილად არ ჩაითვლება.

           

მისივე განცხადებით, ბოლნისის რაიონის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ უბანზე კონვერტზე აღმოჩნდა ორი ხელმოწერა და საარჩევნო კომისიის ბეჭედი. ცსკ-ს დადგენილების მიხედვით, კონვერტზე ორი ხელმოწერა საჭირო არ აღარ არის, თუმცა ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული კონვერტი და შესაბამისად ბიულეტენები ბათილად არ ჩაითვლება.

           

ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარაში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, თუმცა დაფიქსირებულია დაბალი აქტივობა.

           

ზურაბ ჭიაბერაშვილი მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რათა აჭარაში დაბალი აქტივობა საქართველოს სხვა რეგიონებში მაღალი აქტივობით დაბალანსდეს და საფრთხე არ შეექმნას საქართველოში 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.

           

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ნებისმიერ უბანზე უნდა გაკონტროლდეს საარჩევნო პროცესის კანონის ფარგლებში მიმდინარეობა. მისი თქმით, თუ მარკირება ყველა საარჩევნო უბანზე არ განხორციელდება, ამაზე პასუხისმგებლობა საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა უნდა აიღონ.