ახალი  თაობა. 2003წ. 3 დეკემბერი. გვ. 3.

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიორხელისუფლებიანობაა?!

როგორც ირკვევა, საარჩევნო კოდექსში არსებული გარკვეული ნიუანსები ქმნის იმ სურათს, რომ ერთის მხრივ, ძველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილება არ არის სეწყვეტილი, ხოლო მეორეს მხრივ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დანიშნა ხუთი კომისიის წევრი, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა, მაგრამ ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით.

           

როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წლის 4 იანვარს შედგება. საპრეზიდენტო მარათონში კი 15 კანდიდატი მონაწილეობს. ერთიანი ნაცმოძრაობის მიერ წარდგენილია მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა, პ/გ –მძლეველის მიერ – ზურაბ ქელეხსაშვილი, პ/გ საქართველოს ადვოკატების მიერ – ქართლოს ღარიბაშვილი, პ/გ – ბიძინა ხარიბეგაშვილი, საინიციატივო ჯგუფის მიერ – როინ ლიპარტელიანი, საინიციატივო ჯგუფის მიერ – გიორგი ყორღანაშვილი, საინიციატივო ჯგუფის მიერ – იგორ გიორგაძე, საინიციატივო ჯგუფის მიერ – ვაჟა ჩხაიძე, საინიციატივო ჯგუფი – გია ჩხიკვაძე, საინიციატივო ჯგუფი – სერგო აქსენტიევი, საინიციატივო ჯგუფი – ზაზა სიხარულიძე, საინიციატივო ჯგუფი – ელენე ტეფნაძე, საინიციატივო ჯგუფის მიერ – თემურ შაშიაშვილის კანდიდატურა, საინიციატივო ჯგუფის მიერ – ლანა ამანათაშვილი, საინიციატივო ჯგუფის მიერ – იური მიკირტუმიანი. რა თქმა უნდა, აღნიშნული კანდიდატების გაცხრილვა მოხდება, რადგან საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუ კანდიდატი დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს 50.000 ათას მხარდამჭერთა სიას, ასეთი კანდიდატი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ დარეგისტრირდება.

           

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დიდ გაუგებრობას იწვევს, ეს არის 2 ნოემბერს ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების სედეგების ბედი. პოლიტიკურ ზალთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების გაყალბება მაჟორიტარულ არჩევნებს არ შეხებია, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ თუ პროპორციული არჩევნები გაყალბდა და სასამართლომ ეს არჩევნები გააუქმა, სავსებით ლოგიკურია, რომ მაჟორიტარულ არჩევნებსაც იგივე შეფასება მიეცეს. როგორც ცნობილია, 1999 წლის მოწვევის პარლამენტის შემადგენლობის 1/3-მა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, სწორედ მაჟორიტარული არჩევნების შედეგების ბათილობაზე იმსჯელოს და თავისი საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. შესაბამისად მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს, ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებას და მაჟორიტარულ არჩევნებს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ნიშნავს. ცსკ-ის გადაწყვეტილებით – მთაწმინდის, საბურთალოს, სამგორის, ჩუღურეთის, გჯდანის, თიანეთის, ახალციხის, ხონიოს ლანჩხუთისა და ფოთის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღია 2004 წლის 4 იანვარი. ასევე 4 იანვარს ტარდება მაჟორიტარული არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა საარჩევნო ოლქების შემდეგ საარჩევნო უბნებზე: - ასპინძის საარჩევნო ოლქის #1, 2 და 4 საარჩევნო უბნებში და ქუთაისის საარჩევნო ოლქის #30, 50, 53, 55, 79 და 98 საარჩევნო უბნებში.

           

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აზრთა სხვაობა გამოიწვია კომისიის აპარატის უფროსის დანიშვნის საკითხმა. შეძლება ითქვას, რომ საარჩევნო კომისიაში სიახლეა, აპარატის უფროსის თანამდებობა საპრეზიდენტო არცევნებისათვის დამკვიდრდა. საინტერესო დეტალი ის არის, რომ საარჩევნო კოდექსში ეს თანამდებობა განმარტებული იყო, თუმცა, კარგა ხნის მანძილზე, ეს ადგილი ვაკანტურად რჩებოდა. ძნელი სათქმელია თუ ვის უნახავდნენ ამ ადგილს, მაგრამ დღეს საარჩევნო კომისიის დადგენილებით, ცსკ-ის აპარატის უფროსად არჩეულია სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი, ბ-ნი ნუგზარ კუპრეიშვილი. აღსანიშნავია, რომ ამ თანამდებობის არსებობის წინააღმდეგგაილაშქრეს აღორძინებისა და ლეიბორისტების წარმომადგენლებმა ცსკ-ში.

           

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასევე მიიღო განკარგულება, სადაც ნათქვამია, რომ საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი  პუნქტის ა ქვეპუნქტის, 64, 105-ე და 106-ე მუხლების შესაბამისად, ცსკ-მ სხდომაზე შეაჯამა #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში 2 ნოემბრის მაჟორიტარული სისტემის არჩევნების მეორე ტურის შედეგები და დაადგინა, რომ:

           

საარჩევნო სუბიექტების მიერ მირებული ხმების რაოდენობა: თენგიზ მოცრაძე (ბლოკი ახალი საქართველოსათვის) – 6063 ხმა, იაკობიძე სერგო (საინიციატივო ჯგუფი) – 9550. შესაბამისად, ჭიათურის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრად არცეულია სერგო იაკობიძე. ახლა იმ სერიოზული სკანდალის შესახებ, რომელმაც დიდი გაუგებრობა შეიძლება შექმნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის შემადგენლობა 15 წევრს ითვალისწინებს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ახალი დანიშვნის შემდგომ კომისიის შეამდგენლობა 20 წევრით განისაზღვროს. არც ის არის გამორიცხული, რომ კომისიის სხდომაზე ყოფილი სახელისუფლო ბლოკის ხუთწევრიანი შემადგენლობა გამოცხადდეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ უარი განაცხადეს კომისიის წევრობაზე, საარჩევნო კოდექსში არსებული ჩანაწერი თავდაყირა აყენებს ამ საკითხს. საარჩევნო კოდექსის მე-20 მუხლი განსაზღვრავს საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადას. საინტერესოა მინაწერი: ცსკ-ის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება ახალშექმნილი კომისიის პირველი შეკრების დღეს და იწურება საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შემდეგ შექმნილი ცსკ-ის პირველი შეკრებისთანავე, ე.ი. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ძველი კომისიის უფლებამოსილება არ არის შეწყვეტილი, რადგანაც პარლამენტი არ შემდგარა.

           

ამავე მუხლის მე-4 პუნქტი მიანიშნებს,რომ ახალშექმნილი ცსკ-ის პირველი შეკრება იმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომდევნო წლის 3-8 იანვრამდე.

           

აქვე მუხლი 21 – საარჩევნო კომისიის წევრის, კომისიის ხელმძღვანელის უფლებამოსილების სეწყვეტა და მატი უფლება (მონაცვლეთა დანიშვნა) არჩევა განსაზღვრულია შემდეგნაირად: სააღცევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან, ზემდგომი სააღცევნო კომისიის თავმჯდომარის, ცსკ-ს წევრის კი – ახალსექმნილი ცსკ-ის თავმჯდომარის განკარგულებით. ეს საკითხი სამომავლოდ დიდ დავას გამოიწვევს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სასამართლომ უნდა განსაჯოს, ითვლება თუ არა კომისიის წევრების ზეპირი განცხადება მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საგნად. სხვათაშორის, შეიძლება ეჭვი გამოითქვას, გადადგა თუ არა ცსკ-ის თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობიდან და რამდენად მართლზომიერი იყო ახალი ცსკ-ის თავმჯდომარის დანიშვნა.