ახალი თაობა. 2003წ.22დეკემბერი. გვ. 5.

 

 

ცესკო ამომრჩეველთა სარეგისტრაციო წესს ,,ართულებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შეიტანა. დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს პასპორტთან ერთად თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელშიც მისი საცხოვრებელი ადგილია მითითებული.     

როგორც სხდომაზე ითქვა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება სიების შესაძლო გაყალბების თავიდან აცილებისთვის გახდა საჭირო. როგორც გაირკვა, უკვე აღინიშნა შემთხვევები, როცა პასპორტით, რომელშიც საცხოვრებელი ადგილი არ არის მითითებული, რამდენიმე პირმა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გაიარა რეგისტრაცია.

ამომრჩეველთა რეგისტრაცია 15 დეკემბერს დაიწყო და 21-მდე გაგრძელდება.