საქინფორმი

საქართველოს რესპუბლიკა ,2004 წელი. 20 დეკ.  გვ.1 

 

 

ცესკომ  პრეზიდენტობის  კანდიდატების  რიგითობა განსაზღვრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე 19 დეკემბერს 2004 წლის პრეზიდენტის  რიგგარეშე არჩევნების კანდიდატების  რიგითობა განისაზღვრება. საარჩევნო ბიულეტინში პრეზიდენტობის კანდიდატების თანმიმდევრობა ასე გამოიყურება:

           

1.როინ ლიპარტელიანი. 2. ქართლოს ღარიბაშვილი. 3.ზურაბ ქელეხასშვილი. 4.თეიმურაზ საშიაშვილი. 5.მიხეილ სააკაშვილი. 6. ზაზა სიხარულიძე.

        

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ბიულეტინი დაიბეჭდილი უნდა იყოს ამომრჩევლისათვის გასაგებ ენაზე. ამის გათვალისწინებით, ქვემო ქართლისა და სამცხე –ჯავახეთის მოსახლეობისათვის ბიულეტინი ქართულ და რუსულ ენაზე დაიბეჭდება, ხოლო სამუშაოს ის სამი სტამბა შეასრულებს, რომლებიც უშიშროების სამინისტროს მიერ არის ლიცენზირებული და საერთაშორისო მოღხოვნებს აკმაყოფილებს.

           

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, შეიქმნა მეთვალყურეთა ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პროდუქციის დამზადების მიმდინარეობას დააკვირდება.