24 საათი. 2003წ. 3 დეკემბერი. გვ. 1-3.

 

 

ცესკო- ახალი თავმჯდომარე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს 

,,3 იანვარს ტელევიზიით გამოვალ და საქართველოს მოსახლეობას საჯაროდ ვეტყვი, რისი გაკეთება შევძელი და რისივერა. დიახ, ამას გავაკეთებ 3 იანვარს, როცა ყველანი ნაქეიფარები ვიქნებით! 4 იანვრის შემდეგ თავის მართლებას არ დავიწყებ...” – ცესკო- ახალი თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მთელ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს. ბატონი ჭიაბერაშვილი წინასწარვე აღნიშნავს, რომ ახალი სიები ასპროცენტიანი ვერ იქნება, მაგრამ, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლებას ვერავინ წაართმევს.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრი გიორგი ბარამიძე და სამინისტროს სხვა თანამშრომლები საარჩევნო სიებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ეს იყო მუშა შეხვედრა, სადაც ცესკო- თავმჯდომარემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოხატეს ზოგადი განქყოფილება, ისინი მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ მიუხედავად მცირე დროისა, ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ნება, სიები არ გაყალბდეს დავ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი წინასწარ უშვებს იმის ალბათობას, რომ გაჩნდება დამატებითი სიების საჭიროება. ოღონდ, ცესკო- თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული.

როცა გამყალბებლის დასჯის საკითხი დაისვა, საგარეო საქამეთა მინისტრის მოადგილეს შოთა დოღონაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება გაიმართა. დოღონაძე ამტკიცებს, რომ უცხოეთის უბნებზე ხელისუფლებას ხმები არ გაუყალბებია: ,, თუ კარგად დავაკვირდებით, მონაცემები მოწმობენ, საზღვარგარეთ სახელისუფლებო ბლოკმა წააგო...”

 

,,ძალიან გვინდოდა დაკვირვება, მაგრამ ამის უფლება არ მოგვცეს მოსკოვსი უშიშროების ფედერალური სამსახურის კურსანტებმა ჩვენი დამკვირვებლები უბნებზე არ შეუშვეს. ის, რაც საზღვარგარეთის უბნებზე მოხდა, არ მომხდარა თვით მარნეულშიც... დღემდე ვკითხულობ,თუ ვინმე არის ნამყოფი ქალაქ სვეტლოგრადში, მაგრამ დადებითი პასუხი ვერავისგან მივიღე. ამ არარსებულ ქალაქში 1974 ამომრჩეველია ტრეგისტრირებული. მათგან ყველამ სახელისუფლებო ბლოკს მისცა ხმა,” - ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოსწარმომადგენელი კახა ლომაია აცხადებს, რომ უცხოეთში მომუშავე ჩვენმა საკონსულოებმა და საელჩოებმა ყველაფერი გააკეთეს არჩევნების გასაყალბებლად.

 

მათ, ვინც წინა არჩევნებში გამყაკბებელთა დასჯის საკითხი დააყენა, მინისტრმა გიორგი ბარამიძემ აუხსნა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა დამნაშავეპასუხს აგებს კანონის წინაშე. თუმცა, ხელისუფლება ამ პროცესის დასრულებას ვერ დაელოდება და საპრეზიდენტო არჩევნების ვადას ვერ გადაწევს.

 

გუშინდელ შეხვედრაზე კახა ლომაიამ ამჟამინდელი ხელისუფლების და მოსახლეობის გასაგონად განაცხადა: ,, მთავარია არსებობდეს ასპროცენტიანი სისუფთავე, ასპროცენტიანი ჭეშმარიტება და სიმართლე. ტექნიკურ ხარვეზებს ყველაფერი ეშველება... ის ხელისუფლება ხალხმა გადააყენა დარღვევების გამო, ტყუილში დაიჭირა და გადააყენა. თუ დღევანდელი ხელისუფლებაც არჩევნებს მიზანმიმართულად გააყალბებს, მასაც იგივე ბედი ეწევა, რაც წინას დაემართა.”

 

გღეს პირველი საქმიანი შეხვედრა გაიმართება ცესკო- თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილსა და თავდაცვის მინისტრის მოადგილედავით თოდუას შორის, რომელიც უშუალოდ საარჩევნო სიების საკითხს კურირებს.