საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება#185/2003 ზოგიერთი საარჩევნო უბნის შექმნის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 16-ე მუხლის მესამე, მეექვსე პუნქტებისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ყ” ქვეპუნქტის საფუძველზე:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 01.10.2003 წლის #8-18/1226 წერილის საფუძველზე 2004 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეიქმნას სხვა სახელმწიფოებში საარჩევნო უბნები დანართის მიხედვით და ეს უბნები მიეკუთვნოს #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქს.
მუხლი II. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი III. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი, კომისიის მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი.
2003 წლის 2 დეკემბერი.
დანართი განკ.#185/2003
2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნები, რომლებიც მიეკუთვნებიან #1 მთაწმინდის ოლქს
(საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი)
21. ავსტრიის რესპუბლიკა, ქ. ვენა – 1 საარჩევნო უბანი მის.: საქრთველოს საელჩო, მაროკანერგასე 16, 1030
22. აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ. ბაქო – 1 საარჩევნო უბანი მის.: საქართველოს საელჩო, იჩერ შეხერ, აზაფ ზეინალის ქ. 24
23. აშშ, ქ, ვაშინგტონი – 1 საარჩევნო უბანი მის.: საქართველოს საელჩო, Nev Hampshire Ave . N.W. Suite 300
24. აშშ, ქ. ნიუ-იორკი – 1 საარჩევნო უბანი მის.: გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა. One United Nations Plaz, 26 floor
25. ბელგიის სამეფო, ქ. ბრიუსელი – 1 საარჩევნო უბანი მის.: საქართველოს საელჩო, Ave.Orban 58, 1150 Bruxselles
26. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. ბერლინი – 1 საარჩევნო უბანი მის.: საქართველოს საელჩო, Hainrich-Mann-Str. 32. 13156
27. დიდი ბრიტანეთი, ქ. ლონდონი – 1 საარჩევნო უბანი მის.: საქართველოს საელჩო, 4 Russel Gardens
28. თურქეთის რესპუბლიკა, ქ. ანკარა – 1 საარცევნო უბანი მის.: საქართველოს საელჩო, Abdulah Cevdet Sok. N.15. Cankaia |