საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება#187/2003 საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ბიულეტენის ფორმისა და ტექსტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”29-ე მუხლის პირველი პუნქტის “ი” ქვეპუნქტისა და 51-ე მუხლის პირველი, მე-7, მე-11 და მე-12 პუნქტების საფუძველზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ბიულეტენის ბლოკნოტის თავფურცელი და ბიულეტენების ფორმა და ტექსტი:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების საარჩევნო ბიულეტენის ბლოკნოტის თავფურცელი (ფორმა 2-4.09.01)
2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვარის რიგგარეშე არჩევნების საარჩევნო ბიულეტენის ფორმა და ტექსტი ქართულ-რუსულ ენებზე (#2-11.01.)
3.საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების საარჩევნო ბიულეტენის ფორმა და ტექსტი (#2-11.01)
მუხლი II. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი I I I. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი კომისიის მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი |