24 საათი 2003 წლის 10 დეკემბერი გვ. 2

 

 

ცეესკოს ოფიციალური გადაწყვეტილება

 

გუშინ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკმაოდ ხანგრძლივი განხილვის შემდედ, მაინც მიიღო ის წესი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დადგენას განსაზღვრავს.

           

შეგახსენებთ, რომ ეს წინადადება ცეესკო-ს თავმჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს ეკუთვნის და იგი, სხვა პროცედურებთან ერთად, ამომრჩეველთა წინასწარ რეგისტრაციას ითვალისწინებს. სწორედ ამ რეგისტრაციის საფუძველზე უნდა მოხდეს ამომრჩეველთა ერთიანი სიის დადგენა.

           

გუშინდელი სხდომის დასაწყისში ცეესკოს წევრებმა ამ წესის მიღება სცადეს, თუმცა კომისიის ლეიბორისტმა და მემარჯვენე წევრებმა საკმაოდ სერიოზული პროტესტი გამოთქვეს. ამის გამო ცეესკო-მ საკითხის განხილვა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების ამოწურვის შემდეგ გადადო. მოგვიანებით კი, როგორც ვთქვით, საკითხი კენჭისყრაზე დადგა და კომისიამ იგი უკვე ოფიციალურად მიიღო.