მედია-ნიუსი

“ახალი თაობა”, 2003 წლის 19 ნოემბერი, გვ.4

 

დათვისლიდერი სიმშვიდისაკენ მოუწოდებს

ნაციონალური მოძრაობა რუსთავის მერიის შენობის წინ 15.00 საათზე დაგეგმილი აქციისათვის დილიდანვე ემზადება. ნაციონალების რუსთავის ხელმძღვანელმა გიორგი ხევიაშვილმა დილიდანვე რუსთავის მე-19 მიკრორაიონიდან დაიწყო მსვლელობა მხარდამჭერებთან ერთად და მეგაფონებით ხალხს მოუწოდებს, შეუერტდნენ მათ აქციას და შეიკრიბონ მერიის წინ.

           

მათთან მოსალაპარაკებლად მივიდა პოლიტიკური მოძრაობა “დათვის” ლიდერი თემურ ხაჩიშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა.

           

“ჟვანია-სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვიან და ხალხის ბედი ნაკლებად აწუხებთ”, - განაცხადა ხაჩიშვილმა და ხალხს მიმართა, არ აჰყვნენ პროვოკაციას და არ დაღვარონ სისხლი რუსთავში, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენელთა ასეთი პასუხი მიიღეს – უკვე მეორე კვირაა, რაც ისინი აქციებს აწყობენ და სისხლი არ დაღვრილა და არც რუსთვში აპირებენ ამის გაკეთებას.

           

რუსთავის მერიის წინ უკვე გამოჩნდა “კმარას” აქტივისტები, სამთავრობო ბლოკის წარმომადგენლები. პოლიციას კი მერიის შენობის წინ ორმაგი კორდონი აქვს გაკეთებული.