საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 5 იანვარი. გვ. 2.

 

დარღვევები დაფიქსირდა

როგორც ,,ინტერ-პრესს” ოფისში განუცხადეს, წყალტუბოს #47 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ამომრჩევლებს დილიდან არ თხოვდნენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და საარჩევნო ბიულეტენებს ამ დოკუმენტების გარეშე გასცემდნენ.

        

დარღვევები იყო ასევე საჩხერის #2 საარჩევნო უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელი საარჩევნო ურნაში პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე 07.50 საათზე ჩააგდეს, მაშინ როცა კენჭისყრა 08.00 საათზე დაიწყო და კანონით, საკონტროლო ფურცელი მხოლოდ პირველ ამომრჩეველთან ერთად უნდა ჩაშვებულიყო. პირველი ამომრჩეველი ამ უბანზე 08.30 საათზე მივიდა.

           

კასპის #29 საარჩევნო უბანზე არ დაუშვეს ,,სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი იმ მიზეზით, რომ მას არ ჰქონდა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული სააკრდიტაციო ბარათი. საუბნო კომისიის განმარტებით, ცსკ-ს მიერ გაცემული სააკრედიტაციო ბარათი არ არის საკმარისი დამკვირვებლის უბანზე დასაშვებად.

           

დარღვევები იყო ასევე მარნეულის #49 საარჩევნო უბანზე, სადაც სხვა უბნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები მიიტანეს.