|
მედია-ნიუსი "ახალი თაობა " 17 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 1.
დაუმორჩილებლობას პატიაშვილიც შეუერთდება ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებულ დაუმორჩილებლობის აქციასთან დაკავშირებით, ბლოკ პატიაშვილი-ერთობის პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება და იმსჯელებს, რა გზებით განხორციელდეს ეს აქცია. "ერთობის" პრესსამსახურის უფროსის გოჩა აბლოთიას თქმით, ისინი იმოქმედებენ ისე, როგორც იყვნენ მოლაპარაკებულები სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. მივმართავთ ყველა კანონიერ და კონსტიტუციურ ფორმას დაუმორჩილებლობის განსახორციელებლად, - აცხადებენ ერთობაში. |