სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური საქართველოს რესპუბლიკა. 2003 წ. 23 დეკემბერი. გვ.1
დიდი ბრიტანთის ელჩი აცხადებს, რომ აჭარაში 4 იანვარს არჩევნები 22 დეკემბერს სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეერთებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დებორა ბარნს ჯონსს შეხვდა. საუბარი ძირითადად, აჭარაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო. როგორც ელჩმა თქვა, დიპლომატიური კორპუსი აღშფოთებულია ბათუმში 22 დეკემბერს მომხდარი ფაქტით, როდესაც გაიტაცეს ლევან კაჭარავა. დებორა ჯონსმა ნინო ბურჯანაძეს განუცხადა, რომ იგი შეეცდება დაელაპარაკოს აჭარის ხელისუფლებას და ამ რეგიონში 4 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები აუცულებლად უნდა გაიმართოს. |