|
|
|
24 საათი. 2003წ. 17 დეკემბერი.გვ. 1-3. გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ზედიზედ სამი მაღალი რანგის დიპლომატი სტუმრობდა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი იური იაროვი, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტი კენ ვოლასკი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიის ქვეყნებში ჰეიკი ტალვიტი ცესკო-ს თავმჯდომარესთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს იხილავდნენ. აქვე იმასაც დავძენთ, რომ სამივე სტუმარმა, ფაქტობრივად, საკმაოდ დადებითად შეაფასა ცენტრალური საარცევნო კომისიის წინასაარცევნო სამზადისი, რაც ერთობ არაორდინალური მოვლენაა, რადგან, როგორც წესი, აქამდე საერთაშორისო ორგანიზაციები საარჩევნო ადმინისტრაციას დიდად არასდროს წყალობდნენ.
ოთხ იანვარს საქართველოში არცევნების მიმდინარეობას, სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებთან ერთად, დსთ-ს 130 მეთვალყურე გააკონტროლებს. აქამდე ამდენი დამკვირვებელი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას საქართველოში არ გამოუგზავნია. თავად იური იაროვმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთში და დსთ-ს სივრცეში დიდი გულისყურით ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს, და იმედი აქვთ, რომ 4 იანვრის არჩევნები დემოკრატიული პრინციპებისა და ნორმების სრული დაცვით ჩატარდება.
იური იაროვი იმასაც აღნიშნავს, რომ იგი მადლობელია საქართველოს ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისა, რომელთა წარმომადგენლებმაც დსთ-ს დამკვირვებელთა მისიას საქათველოში მოქმედების სრული თავისუფლების პირობები შეუქმნა. ამასთან, დსთ-ს დამკვირვებლები დასკვნას მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნებენ, რაც ცესკო-სგან არჩევნების შედეგების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას მიიღებენ.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ზურაბ ჭიაბერაშვილთან პირისპირ საუბრის მთავარი თემა სწორედ ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის ის წესი იყო, რომელიც ცენტრალურმა საარცევნო კომისიამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო და რომელსაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში საკმაოდ არაერთგვაროვანი სეფასება მოჰყვა.
,,ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, რადგან ამგვარ მოკლე დროში სხვა გზა არ არსებობს. მომავალი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცენტრალური საარცევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის შესახებ მართებულია და დღესდღეობით ყველაზე სწორი ვარიანტია, რადგან მოქალაქეს უნდა მიეცეს საშუალება, გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში,” – ასეთი პასუხი გასცა იური იაროვმა ,,24 საათის” მიერ დასმულ კითხვას და იქვე დასძინა, რომ ,,არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს საქარელოს ყველა მოქალაქეს , მათ შორის – იმ ამომრჩეველსაც, რომელიც გარკვეული მიზეზიტ არჩევნების პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა. ან სასამართლოს გზით, ან დამატებითი სიების მეშვეობით, არჩევნებში მონაწილეობა ყველამ უნდა შეძლოს”.
იური იაროვმა უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების კითხვა, რომელიც ცესკო-ს მიერ იგორ გიორგაძისთვის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმას ეხებოდა. ამავე დროს, იგი შეეხო აჭარის თემას და განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუკი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მთელი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას; თუმცა, დსთ-ს ხელმძღვანელობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მოლაპარაკებების პროცესში ვერ ჩაერევა. ,,ჩვენი დამკვირვებლები მონიტორინგს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განახორციელებენ, მათ შორის – აჭარაშიც, თუ რეგიონში საარცევნო უბნები გაიხსნება,”- ასეთი იყო იური იაროვის კომენტარი.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების ახალი წესი საკმაოდ დადებითად შეაფასა ამერიკის ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტმა კენ ვოლაკსმა. საინტერესოა, რომ მან არჩევნების სამართლიანად გამართვის გარანტად სწორედ ზურაბ ჭიაბერაშვილი დაასახელა. ,,მე მას საკმაოდ კარგად ვიცნობ, რადგან სწორედ ჩემი ორგანიზაცია აფინანსებდა სამართლიან არჩევნებს. მინდა გითხრათ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა არჩევნების მიმდინარეობის გამაკონტროლებელი არასამთავრობო ორგანიზაციის თავკაცი ცენტრალური საარცევნო კომისიის თავმჯდომარე ხდება. ასე იყო ფილიპინებზეც,”- ამბობს კენ ვოლანსკი და იქვე დასძენს , რომ ,, ამის მიუხედავად, როვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტი სწორედ იმ ორგანიზაციას (ანუ ,,სამართლიან არჩევნებს”) დააფინანსებს, რომელმაც ცესკო უნდა გააკონტროლოს”.
დღის ბოლოს კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ევროკავშირის დელეგაციაც გამოჩნდა, რომელსაც კავკასიაში ამ ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიკ ტალვეტი ხელმძღვანელობდა. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დროს დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ ქვეყანაში შექმნილი წინასაარცევნო ვითარებიტ, ასევე მომავალი საპარლამენტო არცევნების თარიღით, ტალვეტის განცხადებით, დიდი ხნით საპარლამენტო არჩევნების მიზანშეწონილი არ არის. თუმცა იგი აღიარებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ საპარლამენტოს დაუყოვნებლივ გამართვა რთულია, რადგან მის მოსამზადებლად საკმაოდ ბევრი რამ არის საჭირო. ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ეუთო მზად არის, საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის გამოყოს ექვსი მილიონი დოლარი და დახმარებას არც შემდგომ შეწყვეტენ.
ამასობაში, ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის პროცესი გუშინ თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. როგორც ცესკო-ში ,,24საათს” განუცხადეს, მათ იმედი აქვთ, რომ დადგენილ დროში ამომრჩეველთა უდუდესი ნაწილი აუცილებლად გაივლის რეგისტრაციას.
აჭარის ცენტრალური საარჩევნო კომისია და, შესაბამისად, რეგიონში ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციები კვლავ უფუნქციოდ რჩებიან. ჩვენთან საუბარი არ ისურვა აჭარის ცესკო-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა ყველაზე რეალურმა კანდიდატმა, ძველი ცესკო-ს ერთ-ერთმა წევრმა მურმან გორგოშაძემ; ხოლო აჭარის ცესკო-ს მდივანმა მერაბ ფირცხალაიშვილმა კი მხოლოდ ის განაცხადა, რომ სანამ აჭარის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, საარჩევნო უბნების გახსნაზე საუბარი ზედმეტია. ფირცხალაიშვილმა ისიც კი არ დაგვიმალა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემთხვევაში ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის დაწყება მხოლოდ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული (მართალია, მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იგულისხმებოდა ,,ხელმძღვანელობაში”, მაგრამ, ალბათ, ეს ყველასათვის ნათელია) |