|
|
|
დილის გაზეთი. 2004წ. 5 იანვარი. გვ. 4.
დიდუბის მე-7 საარჩევნო უბნის შოუ გუშინ ,,ნაბახუსევმა” თბილისმა გამოფხიზლება დაიწყო, ხალხმა უკეთესი მაომავლის იმედით არჩევანი გააკეთა. დიდუბის რაიონის მე-8 საარჩევნო უბანს კი ახალი წლის ხალისი 4 იანვრამდე მიჰყვადა საპრეზიდენტო არჩევნები არატრადიციულად, კონცერტით დაიყწო. მათი განწყობილება არც დრის ბოლოს შეცვლილა, რადგან საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები თვლიან, რომ ყველაფერმა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი დარღვევბის გარეშე ჩაიარა.
დიდუბის რაიონის მე-7 საარჩევნო ოლქის მე-8 საარჩევნო უბანზე არჩევნები ცეკვა – სიმღერით დაიწყო. ,,რკინიგზელთა კულტურის სახლმა” დიდსულოვანი მასპინზლის როლი შეასრულა და ამომრჩევლებს ტრადიციული ქართული ჰანგებით უმასპინძლა. როგორც ქორეოგრაფიული სტუდიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, კონცერტი არცერთი კანდიდატის მხარდასაჭერად არ მოუწყვიათ, ეს ყველაფერი საარცევნო განწყობის შესაქმნელად და გამოსაფხიზლებლად გაკეთდა – ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია, თბილისის საარჩევნო უბნებზე არსად იმდენი მხიარულება არ ყოფილა, რამდენიც აქ, - ამბობს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი შიშნიაშვილი არც ამომრჩეველთა აქტივობას უჩივის. ამ უბანზე მშვიდად, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე მიმდინარეობს საარჩევნო პროცედურა. თუ არ ჩავთვლით ერთ გარემოებას, უბანზე მიდიან ისეტი მოქალაქეები, რომლებიც რეგიონებიდან ქალაქში არიან ჩამოსულები და დროებით საცხოვრებელ ადგილზე სურთ ხმის მიცემა. ამ შემთხვევაში კომისია უძლურია და მოქალაქეებს ზრდილობიანი უარით ისტუმრებს მხოლოდ იმიტომ, რომ კომისიის წევრები საარჩევნო კოდექსის წინააღმდეგ ვერ მოქმედებენ.
მე-8 საარჩევნო უბანზე არჩევნები 8 საათზე დაიწყო და პირველი საკონტროლო პაკეტიც ამ დროს ჩაეშვა გამჭვირვალე ყუთში.უბანზე 1133 რეგისტრირებული ამომრჩეველია, აქედან 4 პროცენტი ავადმყოფი, რომელთაც მხოლოდ ერთი მობილური ყუთი ემსახურება. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთი ყუთი საკმარისი არ არის, რადგან ზამთრის სეზონს თან სდევს ვირუსი და ოჯახის რვა წევრიდან შვიდი ავადმყოფობის გამო საარჩევნო ყუთთან მისვლას ვერ ახერხებს. – ჩემი ოჯახის წევრები ავადმყოფობენ, ვერ ახერხებენ გარეთ გამოსვლას. მხოლოდ მე შევძელი აქამდე მოსვლა, რათა ვითხოვო ყუთის შინ მოტანა. აქ კი მპასუხობენ, რომ ერთი მოარული ყუთია და რვა საათამდე ყველგან მისვლას ვერ მოვასწრებთო. გამოდის, რომ ჩვენი ხმები იკარგება. არადა, ახალი წელი და დღევანდელი დღე მხოლოდ იმით გვიხაროდა, რომ პრეზიდენტს ავირჩევდით და ჩვენც გვექნებოდა უკეთეს ცხოვრებაზე პრეტენზია, - ამბობს აღმაშენებლის 151 ნომერში მცხოვრები ლიანა ჩაჩავა.
ამ საარჩევნო უბანზე, ისე, როგორც ყველგან, დამკვირვებელთა სიმრავლეს არ უცივიან. აქ არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის – ზურაბ ჭიაბერაშვილის ორგანიზაციიდან. სწორედ ასე მოიხსენიებენ ,,დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების საერთასორისო ორგანიზაციას”, რომლის რეიტინგიც 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა. – ჩვენთან მართლა სამართლიანად და დარღვევების გარეშე ტარდება არჩევნები, თუ არ გჯერათ ჭიაბერაშვილის, ორგანიზაციიდან წარმომადდენელს ჰკითხეთ, - გვეუბნება კომისიის თავმჯდომარე. ამ უბანზე არჩევნები რომ მართლაც 2 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით სამართლიანია, ამას საერთაშორისო ორგანიზაცია ,,კავკასიის” დამკვირვებელიც ადასტურებს. – ამ უბანზე მე, როგორც დამკვირვებელი უკვე მეორედ ვმონაწილეობ. არ შემიძლია, დღევანდელი არჩევნები წინა არჩევნებს შევადარო. ის იყო უდიდესი დარღვევებითა და შეცდომებით წარმართული პროცესი, - ირწმუნება რომან ნუცუბიძე.
არჩევნებზე კონტროლს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის თანამშრომლები ახორციელებენ. როგორც მეთვალყურე პოლიციელები ამბობენ, საარჩევნო უბანზე ყველაფერი წესრიგშია. – ჩვენთვის ჯერჯერობით, არავის მოუმართავს. თუ საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვა, იმ სემთხვევაში კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ და დამნაშავეს მივაბრძანებთ იქ, სადაც საჭიროა, - იმუქრება მანუჩარ მიდელაშვილი. თუმცა ,,უცხო თვალით” შეფასებული ვითარება ნორმის ფარგლებს არ სცილდება და მუქარა მხოლოდ მუქარად რჩება. |