საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 5 იანვარი. გვ.2.

 

 

დილის 7 საათიდან ...

ქალაქ რუსთავში ყველა საარჩევნო უბანი დილის 07.00 საათზე გაიხსნა.

        

შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ კი, დილის 08.00 საათზე რუსთავის მოსახლეობას საშუალება მიეცა უბნებზე მისულიყო და საკუთარი ხმა დაეფიქსირებინა.

           

როგორც ,,ინტერ-პრესს” რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა კახაბერ პეტრიაშვილმა განუცხადა, რუსთავის ყველა საარჩევნო უბანზეიმყოფებიან დამკვირვებლები, არც ერთ უბანზე რაიმე დარღვევას და ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

           

მისი თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა რუსთავში საკმაოდ მაღალია. პეტრიაშვილის ინფორმაციით, დილის 09 საათის მონაცემებით, რუსთავში მონაწილეობა მიიღო 2.373-მა ამომრჩეველმა.