|
|
|
24 საათი 3 იანვარი 2004. A2
საპრეზიდენტო არჩევნებისათვის სხვადასხვა ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში დამკვირვებლად ჩამოდიან. სადამკვირვებლო მისიით 45 კაციანი დელეგაციის გამოგზავნას ევროპის საბჭოს წარმომადგენელი მათიას იორში ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ აპირებდა. დაპირებები სხვებისგანაც იყო, თუმცა, ზუსტ რაოდენობას არავინ აკონკრეტებდა. როგორც უკვე ცნობილია, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელით საპრეზიდენტო არჩევნების გასაკონტროლებლად ერთ – ერთი ყველაზე დიდი, 90-კაციანი დელეგაცია აპირებს ჩამოსვლას. დელეგაციის ხელმძღვანელის მისია დსთ-ს აღმასრულებელ მდივანს იური იაროვს დაეკისრა. დესანტი “ორ წყებად” ჩამოდის, რადგან ნაწილს უშუალოდ არჩევნების პერიოდის გაკონტროლება ევალება, მეორეს კი არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი დაეკისრება. ყველაზე მეტი დამკვირვებელი (დელეგაციის, დაახლოებით, მესამედი) რუსეთიდან იქნება. მათ გარდა დელეგაციაში შევლენ უკრაინისა და ბელორუსიის წარმომადგენლები. |