|
|
|
24საათი. 2004წ. 6 იანვარი. გვ. 3. დსთ-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლები ოთხი იანვრის არჩევნებს ,,დემოკრატიულს და სამართლიანს” უწოდებენ. დსთ-საღმასრულებელი მდივანი იური იაროვი კი აცხადებს, რომკენჭისყრის პროცესი მხოლოდ მცირე დარღვევებიღ წარიმართა, თუმცა ეს საარჩევნო ადმინისტრაციების წევრთა არაკომპეტენტურობის ბრალი იყო, ,,მთლიანობაში კი, მიუხედავად რთული პოლიტიკური ვითარებისა, არჩევნები კონსტიტუციის ჩარჩოებში ჩატარდა”.
საგულისხმოა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დამკვირვებელთა მისიის წევრებმა არჩევნების მონიტორინგისთვის უკვე თერთმეტი დეკემბრიდან დაიწყეს მზადება. იური იაროვი რამდენიმე კვირის წინ სტუმრობდა საქართველოს და ჯერ კიდევ მაშინ საკმაოდ დადებითად შეაფასა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პროცესი.
გუშინ იური იაროვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა,რომ ,,თერთმეტი დეკემბრიდან მოყოლებული, დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებს დაუბრკოლებლად შეეძლოთ საარჩევნო სამზადისისთვის თვალყურიბიულეტენები ქართულ და რუსულ ენებზე მიდევნება, რომ მათ არ შეხვედრიათ არანაირი დაბრკოლება სახელმწიფო სტრუქტურებისა და საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან, ხოლო არჩევნების დღეს ისინი თავიდან ბოლომდე აკვირდებოდნენ კენჭისყრის პროცესს და დსთ-ს მისიის წარმომადგენლები 62 საარჩევნო ოლქის 370 საარჩევნო უბანზე იყვნენ განაწილებულნი”.
,,საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, წინა არცევნებთან შედარებით, გაცილებით უკეთესად ჩატარდა. არჩევნების მიმდინარეობისას მცირეოდენი დარღვევები იყო, მაგრამ ამან საბოლოო შედეგებზე გავლენა არ უნდა მოახდინოს”, - ეს ის წინასწარი დასკვნაა, რომელიც იური იეროვმა ოთხი იანვრის არჩევნების მონიტორინგის შემდეგ გააკეთა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის ოფიციალურ შედეგებს დსთ-ს დამკვირვებლები მას შემდეგ გამოაცხადებენ, როცა ცესკო კანდიდატების ხმათა პროცენტულ რაოდენობას შეაჯამებს.
და კიდევ, თანამეგობრობის დამკვირვებლები დადებითად აფასებენ იმ ფაქტსაც, რომ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მათ საარჩევნო ბიულეტენები ქართულ და რუსულ ენებზე დაბეჭდილი დაურიგდათ. ისინი კმაყოფილები არიან იმითაც, რომ მიუხედავად მოსახლეობის არცთუ მაღალი აქტიურობისა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნები ჩატარდა.
და ბოლოს, დსთ-ს მაღალჩინოსანი დიპლომატები ჩვენთვის რჩევებსაც არ იშურებენ და აცხადებენ, რომ საჭიროა კანონმდებლობის ,,შემდგომი დახვეწა და გადემოკრატიულება”. |