პრაიმ-ნიუსი

"ახალი თაობა "  10 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 5.

 

 

 

"ერთობა" შესაძლებლად მიიჩნევს ხელისუფლებასთან დიალოგს

 

"ერთობის" ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი არარეალურად მიიჩნევს კომპრომისის მისაღწევად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების არშემდგარად გამოცხადების გარეშე. როგორც ჯუმბერ პატიაშვილმა პრაიმ-ნიუსს უთხრა, სრულიად იზიარებს ბლოკების "სააკაშვილი - ნაცმოძრაობისა" და "ბურჯანაძე - დემოკრატების" ლიდერთა პროტესტს არჩევნების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი ასეთი შეხვედრა საჯაროდ, ხალხის წინაშე და არა სახელმწიფო კანცელარიაში უნდა შედგეს. "აღნიშნულის გარეშე, დიალოგისკენ ხელისუფლების ყველა მოწოდება მხოლოდ ფორმალობად შეიძლება ჩაითვალოს", - თქვა "ერთობის" ლიდერმა. პატიაშვილი, ასევე, მხარს დაუჭერს პრეზიდენტის გადადგომის მოწოდებას, თუ შევარდნაძე კომპრომისზე არ წავა და არჩევნების გაყალბების ფაქტს არ აღიარებს.