24 საათი 2003 წლის 24 ნოემბერი გვ. B3

 

 

 

”ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და მე ვაგებ პასუხს”

სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის ახალი თავმჯდომარრის რევოლუციური განცხადება

 

მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციური, ძნელადწარმოსადგენი ძვრებისა და ცვლილებების მომსწრენი გავხდით, ”მოამბის” ერთდღიანი ჩაგდება”, ვფიქრობ ყურადღების მიღმა არ დარჩენბოდა გონიერ მაყურებელს. არ ვიცი, ზაზა შენგელიას სურვილი სრულდება და სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე გადადის თუ რა ხდება, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე რევოლუციური ცვლილებებ, რომ სახელმწიფო სატელევიზიო არხებსაც შეეხო, უკვე ფაქტია. ”პირველი არხის” მაუწყებლობის ფორმატის შეცვლაზე გუშინ ოფიციალურად საქტელერადიოკორპორაციის ახალმა თავმჯდომარემ გიორგი ლეონიძემ განაცხადა. თუმცა ახალი შეფის განცხადებამდე ტელევიზიის კიბეებთან თანამშრომლები პანიკაში იყვნენ...

 

”სააკაშვილი ტელევიზიის დასარბევად მოდის”, - ასეთი იყო გუშინ შუადღისას სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა პანიკის საფუძველი. ”ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ასეთი მოწოდება: შევიდეთ საქარტველოს ტელევიზიაში!, - ამას ჩემი ყურით მოვუსმინე. ეს არის ხალხი, რომელმაც გუშინ სახელმწიფოს წინააღმდეგ გაილაშქრა. სააკაშვილი გუშინ მთელი ღამე აკეთებდა საშინელ განცხადებებს და ამბობდა – გავუთიშოთ ანძა პირველ არხს. ვსვამ შეკითხვას: აქვს თუ არა განსხვავებულ აზრს არსებობის უფლება?” – სიტყვის თავისუფლების საშიშროებაზე გაგვესაუბრა ჟურნალისტი თამარ ცაგარეისვილი. იგივე საშიშროების შესახებ საუბრობდნენ ტელევიზიის სხვა თანამშრომლებიც. ”დიქტატურა მოდის”, - ასეთი იყო პათოსი. მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ასეთი პათოსის ბრალი ის იყო, რომ თანამშრომლებს ხელმძღვანელობისაგან არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ მიღებული. ტელევიზიის ხელმძღვანელობას პანიკის პარალელურად უკვე დაწყებული ჰქონდათ მოლაპარაკებები ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან. მაშინ როდესაც შენობასტან დეპარტამენტის თანამშრომლები მათდამი გამოცხადებულ პროტესტს აპროტესტებდნენ, მათი ხელმძღვანელის კაბინეტში თავად გიორგი ლეონიძე და მისი მოადგილე ედნარ გიორგობიანი ”სტუმრებს” – ვანო მერაბიშვილსა და კობა ბექაურს შეუტანხმდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო პირველი არხის ფორმატი უახლოესი დღეების განმავლობაში.

           

ვიდრე პირველი არხის მუშაკები სიტუაციაში გაერკვეოდნენ, ისინი რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციიდან მათთან მისულ ადამიანებთან იცავდნენ საკუთარ სიმართლეს”. ”ტელევიზიის ასაღებად” წამოსული ხალხი, სწორედ რუსთაველის პროსპექტიდან გამომართული მოქალაქეთა მცირე ჯგუფი აღმოჩნდა. ”არავინ არ აპირებს შენობაში სევარდნას. ეს არის, უბრალოდ, საზოგადოების პროტესტი პირველი არხის მიმართ. ჩვენ ვუყურეთ სახელმწიფო სატელევიზიო არხს და ვამჩნევთ, რომ ზაზა შენგელია გადადგა, ძალიან ტენდენციურად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. ყველა ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ზუსტი ინფორმაცია და მეტი არაფერი”, - გაგვესაუბრა საპროტესტო აქციის რიგითი მონაწილე ბესო  ინჩალაძე. ”მე ”ნაციონალური პარტიის წარმომადგენელი ვარ. ჩვენი აქ მოსვლის მიზანია, დავანახოთ საზოგადოებას, რომ გვინდა სიმართლის დაცვა, მეტი არაფერი. გვინდა, რომ ყველა სატელევიზიო არხმა დღევანდელი ყოფა გააშუქოს სამართლიანად და არა ყალბად, როგოეც ამას პირველი არხი აკეთებს. ამას ხალხი ხედავს და ამჩნევს”, - გვითხრა აქციის კიდევ ერთმა წევრმა ზაზა ნატროშვილმა.

           

მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ”სტუმრები ტელევიზიის დასარბევად არ იყვნენ მოსულები, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ტელევიზიის თანამშრომლებს შორის დიალოგი გაიმართა. პირდაპირი იყო აქტივისტების სათქმელი, - პრეტენზიები არხის მიმართ, თუმცა, ასევე პირდაპირი იყო დამხვდურთა პასუხები სიტყვის თავისუფლების საშიშროების დადგომის შესახებ. ”მოვიდა ის ხელისუფლება, ვისიც არის ეს ტელევიზია. ახლა უნდათ დაარბიონ და უნდათ ნუ დაარბევენ. ახლა ისეთი დრო დადგა, რომ ყველაფერზე თავი უნდა შეიკავო. სიტყვის თავისუფლება უკვე სერიოზული ეჭვის ქვეშაა”, - გვითხრა ჟურნალისტმა ნანა ჯაფარიძემ. სიტუაცია კი ტელევიზიის შენობასთან მას შემდეგ განიმუხტა, როდესაც შენობა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დატოვეს. ”კმაყოფილი ვარ საუბრით იმიტომ, რომ ამ ტელევიზიამ და მისმა ხელისუფლებამ აირჩია ის გზა, რასაც ხალხის გვერდით დგომა ჰქვია. აქ იყო კონკრეტული საუბრები – რაც სჭირდება ხალხს, ის უნდა გადაიცემოდეს იმ ტელევიზიის ეთერში, რომელიც შექმნა ხალხმა საკუთარი ფულით. გააშუქებენ ისე, როგორც ხალხის მოთხოვნებს შეესაბამება”, - ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების პირველი კომენტარები კობა ბექაურს ეკუთვნის.

           

ამის შემდეგ საქტელეკორპორაციასთან შეკრებილი ჟურნალისტები გიორგი ლეონიძის კაბინეტში ავიდნენ (შეხვედრას ესწრებოდნენ ”ბურჯანაძე-დემოკრატების” წევრი გიგი წერეთელიც); საკუთარ ოთახში კორპორაციის ხელმძღვანელმა მისივე თანამშრომლების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის (რომელთაც გიორგი ლეონიძის განცხადების დასრულებისთანავე გამოხატეს საკუთარი პროტესტი) მეტად არასასიამოვნო სიახლე აცნობა საზოგადოებას. ”ამ ადამიანების მოსვლას (სხვათა შორის, ძალიან მეგობრულს) და ჩვენს დახვედრას, შედეგად მოჰყვა ის, რომ ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ საეთერო ფორმატზე. მათ ჰქონდათ გარკვეული პრეტენზიები  ჩვენს მაუწყებლობასთან დაკავშირებით; ზოგიერთი პრეტენზია მივიღეთ, ზოგიერთი – არა, მაგრამ საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ. შევთანმხდით იმიტომ, რომ ეს ტრელევიზია, უფლებას მივცემ ჩემს თავს, რომ ახლა ჩემი კოლეგების სახელით ვისაუბრო, ემსახურებოდა და კვლავაც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათ, ვინც უსმენს და უყურებს ჩვენს რადიო თუ ტელე ეთერებს. ჩვენი გადაწყვეტილება გამოწვეულია საერთო ინტერესით და და ეს ინტერესია -  ხალხი”. გიორგი ლეონიძის მირებულმა გადაწყვეტილებამ თელევიზიის თანამშრომლებში ცხარე რეაქცია მაშინ გამოიწვია, როდესაც საქტელერადიოკორპორაციის ხელმძღვანელმა დააკინკრეტა შეთანხმების პირობები. გიორგი ლეონიძეს არ დაუმალავს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პირველი არხის ეთერში არ გავა საინფორმაციო გადაცემა ”მოამბე” და ასევე სხვა საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამები. ხელმძღვანელმა ვერ მისცა ტელევიზიის მუშაკებს გარანტიები, თუ რამდენი ხანი გაგრძელდებოდა მათთვის უჩვეულო რეჟიმში მუშაობა. გადაწყვეტილების გამო პროტესტმა იქამდეც მიაღწია, რომ პირველი არხის თანამშრომლებმა ორი წლის წინათ ხელისუფლების მხრიდან ”რუსთავი 2”-ზე განხორციელებული ზეწოლაც გაიხსენეს და ითხოვდნენ პასუხს, პარალელები გაევლო მათ შეფს ამ ორ ”ინცინდენტს” შორის. რაც, გიორგი ლეონიძემ საპასუხოდ ისევ საკუთარ თანამშრომლებს დაუტოვა. ამას კი ერთ-ერთი ჯურნალისტის განცხადება და საბოლოო სიტყვა მოჰყვა. როგორც ჩანს, ჯურნალისტმა პირველი არხის დატოვება გადაწყვიტა. ”ჩემს კოლეგებს თავისუფლედ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება და მე მათ ამას ვერ დაუშლი. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და მე ვაგებ პასუხს ამაზე”, - ასეთი იყო თავად გიორგი ლეონიძის პასუხი თანამშრომელთა რეპლიკებზე.