ინტერ-პრესი 24საათი. 2003წ. 28 ნოემბერი. გვ. 4.
ეუთო არჩევნების ჩასატარებლად 5 მილიონ ლარს გამოყოფს თბილისი. ეუთო საქართველოს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად 5 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამ საკითხს ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 1-2 დეკემბრისათვის მაასტრიხში (ჰოლანდია) განიხილავენ. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის იაპ დე ხოოპ სხეფერის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას საჭიროებს და ეუთო მზადაა, გამოყოს თანხა, რომლითაც მაღალტექნოლოგიური საარჩევნო აღჭურვილობის შეძენა გახდება შესაძლებელი. |