სახელმწიფო საიფორმაციო სამსახური.

საქართველოს რესპუბლიკა. 2003წ. 12 დეკემბერი. გვ. 1.

  

 

ეუთოს მისია ადასტურებს, რომ აუცილებელია პრეზიდენტის არჩევნების გამართვა

11 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა ნინო ბურჯანაძემ მიიღო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე მეთვალყურეთა მისიის ახალი ხელმძღვანელი კრეიგ იენსი.

        

საუბრის ძირითადი თემა იყო მომავალი პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები. იენესმა განაცხადა, რომ ეუთოს მისიას, რომელიც საქართველოში სექტემბერში დაიწყო, არ შეუწყვეტია მუშაობა და კვლავაც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. რაც შეეხება საარჩევნო სიებს, იენესის თქმით, ეუთოს მისია პირადად შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს, შეისწავლის ამ საკითხს და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწვდის ობიექტურ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, თუ რამდენად სწორად იქნება მომზადებული არჩევნებისთვის საარჩევნო სიები.

           

ეუთოს მისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აუცილებელია პრეზიდენტის არჩევნების გამართვა.