საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 4 იანვარი. გვ. 1.

 

ევროპარლამენტმა გვირჩია

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებულად და გამჭვირვალედ გამართვა იყო. ჯგუფის ხელმძღვანელმა ბრიუს ჯორჯმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები სამართლიანი იქნება. თუმცა დასძინა, რომ შეიძლება იყოს გარკვეული ნაკლოვანებები, რაც არჩევნების მოსამზადებელი დროის სიმცირით შეიძლება აიხსნას.

           

საყურადღებოა, რომ ევროპამ საქართველოს ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების მარტის თვის შემდეგ ურჩია.