|
|
|
საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 5 იანვარი. გვ. 2
გორის რაიონში ამომრჩეველთა უმეტესობამ ნაშუადღევისთვის უკვე მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აქ ცეკვისა და სიმღერის ფონზე მიმდინარეობდა.
სოფელ ფხვენისსა და შინდისში ადგილობრივი ახალგაზრდობის ინიციატივით მოხუცები საარჩევნო უბნებზე ფაეტონით მიჰყავდათ, რომელზეც მათთან ერთად მუსიკოსები იმყოფებოდნენ.
არც დამკვირვებლებს და არც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს რაიმე ექსცესი ან დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. |