|
,,24 საათი”. 2003 წ. 13 ნოემბერი. გვ. B4
ანტიკორუფციული პიოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრების: გიგი თევზაძის, ნიკოლოზ ონიანის და დავით კიკალიშვილის
საქართველოს ხელისუფლებისა და პრეზიდენტის დაპირისპირებამ საკუთარ ხალხთან ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა. არჩევნების გაყალბება და შემდგომი აშკარა ალიანსი ანტიდემოკრატიულ ძალებთან იმას მიუთითებს, რომ საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მტკიცედ გადაწყვიტა, დაადგეს ქვეყნისთვის დამღუპველ ანტიდემოკრატიულ გზას.
ჩვენ, პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, ვთვლით, რომ ვეღარ ვიქნებით იმ პრეზიდენტის მრჩეველები, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდის და ცდილობს, ყველა ხერხით შეინარჩუნოს ძალაუფლება.
ჩვენ არასწორად მიგვაჩნია, გვეკავოს რაიმე, თუნდაც მრჩევლის თანამდებობა, ასეთი სახელმწიფო მმართველობის იერარქიაში.. |