“საქართველოს რესპუბლიკა”, 2003 წლის 30 ნოემბერი, გვ. 2.

 

 

 

გერმანიის მთავრობა 4 იანვრის არჩევნებში საქართველოს დახმარებას გაუწევს

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძისა და ჩვენს რეგიონში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის ნორბერტ ბაასის 29 ნოემბერს გამართული შეხვედრის მთავარი თემა 4 იანვარს დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნები იყო.

 

ნორბერტ ბაასმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა ამ არჩევნების გასამართავად საქართველოს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს. ეს დახმარება კი, ბაასის თქმით საქართველოში ეუთოს მისიის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება.