|
24 საათი. 2003 წ. 16 დეკემბერი. გვ. 3. გიორგაძის მხარდამჭერები აბობოქრდნენიგორ გიორგაძის მომხრეებმა გუშინ ცესკო-ს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ექსმინისტრის რეგისტრაციაში გატარება მოითხოვეს. ,, კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის” ლიდერმა თემურ ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქვეყანაში რეალურად არაფერი შეცვლილა და საქართველოს ედუარდ შევარდნაძე თავის სამ შვილთან – სააკაშვილთან, ჟვანიასთან და ბურჯანაძესთან ერთად კვლავ მართავს. თემურ ჟორჟოლიანმა დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს ,, მეორე დევდარიანი “უწოდა, რომელიც, მისი თქმით, წინა თავმჯდომარის მსგავსად, ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. თემურ ჟორჟოლიანი ირწმუნება, რომ გიორგაძის მხარდამჭერთა აქცია კონსტიტუციურ ფარგლებს არ გასცდება, თუმცა პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მანამდე გასტანს, ვიდრე ცესკო იგორ გიორგაძეს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს. |