|
|
|
ახალი თაობა, 2003, 30ნოემბერი, გვ. 2.
იგორ გიორგაძე საქართველოში დაბრუნებას აპირებს
პირველ ქართველ ტერორისტად შერაცხული იგორ გიორგაძე სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს, რომელიც საქართველოდან 1995 წელს გადაიხვეწა. იგორ გიორგაძე 4 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას. სხვათა სორის, იგორ გიორგაძეს დიდი სურვილი ჰქონდა 2000 წეე დაგეგმილ არჩევნებშიც მიეღო მონაწილეობა. მაგრამ სასამართლომ მას ამის ნება არ მისცა.
რუსეთის საინფორმაციო საშუალებები კი ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგორ გიორგაძე ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. თავის განზრახვას არც გიორგაძე ფარავს და ამბობს, რომ ის მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა ის ადგილი დაიკავოს, რომელიც მას უნდა. |