|
|
24 საათი. 2003წ. 4 დეკემბერი. გვ.3.იგორ გიორგაძეს გამარჯვების იმედი აქვს
,,პრეზიდენტობის კანდიდატი, უშიშროების ექსმინისტრი იგორ გიორგაძე წინასაარჩევნო კამპანიას თავად წარმართავს და ოფიციალურად მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის,” – განაცხადა გიორგაძის ნდობით აღჭურვილმა პირმა გიორგი მეტრეველმა.
პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ,,დიქტატორული მმართველობის” დასრულების შემდეგ იგორ გიორგაძეს იმედი აქვს, რომ დროებითი ხელისუფლება მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს და ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად რეგისტრაციაში გაატარებს.
გიორგი მეტრეველის ინფორმაციით, იგორ გიორგაძე იმედოვნებს, რომ დროებითი ხელისუფლება უფრო დემოკრატიული იქნება და მას ბრძოლას არ გამოუცხადებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ამ საკითხზე ის საერთაშორისო ორგანიზაციები იმსჯელებენ, რომლებსაც სააკაშვილი – ჟვანია – ბურჯანაძის გუნდი დღეს თავის თანამოაზრეებად და მეგობრებად ასახელებენ”, - აცხადებს მეტრეველი. |