საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 6 იანვარი. გვ.1.

 

იმერეთი

იმერეთის რეგიონის 12-ივე საარჩევნო ოლქმა არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა და ცენტარალურ საარჩევნო კომისიას გადაუგზავნა.

           

საქართველოს პრეზიდენრობის კანდიდატებმა იმერეთში ხმები შემდეგნაირად გაინაწილეს: მიხეილ სააკაშვილი – 303.652 ხმა, თემურ შაშიაშვილი – 11.531, ქართლოს ღარიბაშვილი – 59, როინ ლიპარტელიანი – 148, ზაზა სიხარულიძე – 175.

           

სულ იმერეთში წინასწარი რეგისტრაცია 366.311 ამომრჩეველმა გაიარა, კენჭისყრაში კი 323.000 ამომრჩეველმა ანუ 89% -მა მიიღო მონაწილეობა.

           

დერჯერობით მხარის არც ერთ საოლქო კომისიაში დარღვევის შესახებ არც ერთი ოქმი არ შესულა.