საქართველოს საკანონმდებლო მაცნე #149, გვ. 80-81.  26.12.2003წ.

 

 

 

ინსტრუქცია

         (ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის 

           მოწმობის საშუალებით ხმის მიცემისწესის თაობაზე

        

1. ცესკო-ს მიერ დამტკიცებული ამომრჩევლის მოწმობის ფორმები ცესკო-ს მიერ ამ ინსტრუქციის მიღებიდან 2 დღის ვადაში გადაეცემათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. იმის გამო, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,, საქართველოს საარცევნო კოდექსის” 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიას სპეციალური ბეჭდის გამოყენების უფლება ენიჭება მხოლოდ კენჭისყრის დღეს, რაც შეუძლებელს ხდის ამომრჩევლის მოწმობის დამოწმებას საუბნო საარცევნო კომისიის ბეჭდით, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკო-დან მიღებულ ფორმებს ადასტურებენ საოლქო კომისიის ბეჭდით, რის შემდეგაც, ცესკო-დან ფორმების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, საოლქო კომისიები ამომრჩევლის მოწმობის ფორმებს ანაწილებენ საუბნო საარჩევნო კომისიებზე.

           

2. ამომრჩეველთა მოწმობების ნუმერაციას ახდენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

           

3. ამომრჩევლის მოწმობა გაიცემა მხოლოდ იმ ამომრჩეველზე, რომელიც ცხოვრობს სოფელში, თემსა და დაბაში და არ გააჩნია ჩამოთვლითი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა; საქართველოს მოქალაქის პასპორტი პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად; სსრკ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი (თუ მასში აღნიშნულია მოქალაქის რეგისტრაციის ადგილი); დევნილის მოწმობა პირადობის დამადასტურებელ საბუთთანერთად; სოფლის, თემის ან დაბის ტერიტორიაზე ამომრჩევლის ცხოვრების ფაქტი დადასტურებული უნდა იყოს საკომლო წიგნიდან აღებული ამონაწერით, რომელიც დამოწმდება ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის ) ორგანოს ბეჭდით. თუკი სოფლის, თემის ან დაბის ტერიტორიაზე გახსნილია ერთზე მეტი საარჩევნო უბანი, მაშინ ზემოაღნიშნულ ცნობაში (ამონაწერში) მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ცხოვრობს ამომრჩეველი.

           

4. საუბნო საარჩევნო კომისია ამოწმებს, არის თუ არა შეტანილი ამომრჩევლის მოწმობის მომთხოვნი ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში. თუკი ამომრჩეველი შეყვანილია საარჩევნო სიაში, მაგრამ არ არის მითითებული მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა ან/და ნომერი, საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველზე გასცემს ამომრჩევლის მოწმობას, ხოლო საარჩევნო სიის იმ გრაფაში, სადაც მიეთითება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა და იმ დოკუმენტის ნომერი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ამომრჩევლის შეყვანა სიაში, აკეთებს აღნიშვნას ,,ამომრჩევლის მოწმობა” და უთითებს ამომრჩევლის მოწმობის ნომერს.

           

5. იმშემთხვევაში, თუკი ამომრჩეველი არ არის შეყვანილი ამომრჩეველთა სიაში, საუბნო საარჩევნო კომისია გასცემს ამომრჩეველზე ამომრჩევლის მოწმობას, რის შემდეგაც ახდენს მის სიაში შეყვანას ამ ინსტრუქციისბ მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით.

           

6. თუკი ამომრჩეველი შეყვანილია ერთ-ერთ სიაში სა სიაში მისი ვინაობის გასწვრივ მითითებულია დოკუმენტის ნომერი, ამომრჩევლის მოწმობის გაცემის შემთხვევაში, საარჩევნო კომისა ახდენს შესწორებასამომრჩეველთა სიაში, სადაც ნაცვლად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომრისა, აკეთებს აღნიშვნას ,,ამომრჩევლის მოწმობა” და უთითებს ამომრჩევლის ამოწმობის ნომერს.

           

7. საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩევლის მოწმობის გაცემის ფაქტს ასახავს საუბნო საარჩვნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც მიუთითებს იმ დოკუმენტის სახეობასა და ნომერს, რომლის საფუძველზეც მოხდა ამომრჩევლის მოწმების გაცემა.

           

8. ამომრჩევლის მოწმობის გაცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვა დასაშვებია წერილობით. კომისია ასეთ განცხადებას განიხილავს იმავე დღეს, საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით (საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული წესით, ღია სხდომაზე) და პასუხს აცნობებს განმცხადებელს. ზემოთაღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე, საუბნო საარცევნო კომისიები დაუყოვნებლივ აცნობებენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებზეც გაცემულია ამომრჩევლის მოწმობა, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის ცესკო-ს. ასევე ცესკო-ს დაუყოვნებლივ ეგზავნება ამომრჩევლის მოწმობის გამოუყენებელი და დაზიანებული (გაფუჭებული)ფორმები.

           

9. კენჭისყრის დღეს საუბნო კომისია ბიულეტენების გაცემისას იმ ამომრჩეველს, რომელზეც გაიცემა ბიულეტენი, ჩამოართმევს ამომრჩევლის მოწმობას. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისია ერთმანეთს ადარებს ამომრჩევლებისათვის ჩამორთმეული ამომრჩევლის მოწმობათა და ამომრჩეველთა სიებში შესაბამისი ხელმოწერების რაოდენობას და შედარების შედეგებს ასახავს ჩანაწერთა წიგნში.

           

10. კენჭისყრის დასრულების სემდეგ ამომრჩევლის მოწმობები ითვლება, განცალკევებით ილუქება და სხვა საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად ეგზავნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

           

11. ამომრჩეველთა მოწმობები საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ინახება არცევნების დასრულებიდან და არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით სასამართლო დავებზე გადაწყვტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ხდება მათი განადგურება საოლქო საარცევნო კომისიის მიერ.