საქართველოსრესპუბლიკა. 2004წ. 5 იანვარი. გვ.2.

 

კანონის შესაბამისად

ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის 50-ვე საარჩევნო უბანში საპრეზიდენტო არჩევნები კანონის შესაბამისად 08 საათზე დაიწყო.

           

საოლქო კომისიის თავმჯდომარის ედნარ შამილიშვილის ინფორმაციით, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების სიებში 94 310 ბათუმელია შეყვანილი, როგორც ეს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში იყო.

           

არჩევნების სამართლიანად ჩატარება, არჩევნებში მონაწილე სუბიექტების წარმომადგენლების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის 350 წარმომადგენელმა გააკონტროლა.