საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 6 იანვარი. გვ. 2.

 

კარგად და სამართლიანად ჩატარდა

დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფი 4 იანვარს ჩატარებულ პრეზიდენტის არჩევნებს შემდგარად ცნობს. სპეციალურ პრესკონფერენციაზე დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელისიური იაროვის განცხადებით, საქართველოში დღემდე ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, 4 იანვრის რიგგარეშე პრეზიდენტის არჩევნები ,,ყველაზე კარგად და სამართლიანად” ჩატარდა.

        

,,4 იანვრის საარჩევნო პროცესი მაღალი საარჩვნო კულტურით წარიმართა. მიუხედავად მთელი რიგი დარღვევების დაფიქსირებისა, არჩევნები მაინც შემდგარად ცხადდება”-  აღნიშნა იური იაროვმა.

           

იგი განსაკუთრებით მაღალ შეფასებას საქართველოს მოსახლეობას აძლევს, ვინაიდან მისი განცხადებით, ,,მოსახლეობის მხრიდან კარგი განწყობა  და მაღალი აქტივობა შეინიშნებოდა”.