|
|
|
საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 5 იანვარი. გვ.2.
თელავის რაიონში 43-ვე საარჩევნო უბანი დილის 07 საათზე გაიხსნა და პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08 საათზე სრული მხადყოფნა იყო.
პირველი ამომჩეველი თელავის #3 საარჩევნო უბანზე 08 საათზე ადრე მოვიდა. საარჩევნო პროცესს თვალს ადევნებდნენ დამკვირვებლები ,,სამართლიანი არჩევნებიდან” და ეუთოდან. ,,აღორძინების” წარმომადგენლები უბნებზე დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ. ,,ლეიბორისტებმა” კი საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნონა საამაშვილის განცხადებით, რაიონის 51 ათასი ამომრჩევლიდან წინასწარი რეგისტრაცია 37 ათასზე მეტმა გაიარა. |