|
საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 5 იანვარი. გვ. 1-3.
კენჭისყრისყრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში საკმაოდ გვიან – კენჭისყრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მიიღო მონაწილეობა. აბაშიძემ არ გაამხილა, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატზე შეაჩერა არჩევანი, ხოლო კითხვაზე, რას ელის ახალი პრაზიდენტისგან, განაცხადა, რომ ისურვებდა, ქვეყნის ახლადარჩეული ლიდერი კონფრონტაციის გზას არ დაადგეს.
ამასთან, აჭარის ლიდერმა მზადყოფნა გამოთქვა, ყველასთან ითანამშრომლოს და ირწმუნება, რომ მისგან ,,მხოლოდ დადებითი იმპულსები წამოვა ქვეყნის საკეთილდღეოდ”.
აბაშიძის მტკიცებით, არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მან საკუთარი სურვილით, თბილისიდან ყოველგვარი თხოვნის გარეშე მიიღო და ხმა არა როგორც ,,აღორძინების კავშირის”, არამედ როგორც აჭარის ლიდერმა მისცა. ,,ჩემი არჩევნებზე მიუსვლელობა ისევე, როგორც აჭარის მიერ არჩევნების ბოიკოტირება დაუშვებელი იყო. ეს იქნებოდა ფაქტობრივად აჭარის გამოყოფა დანარჩენი საქართველოსგან, რაც ისტორიულად გაუმართლებელია,” – აღნიშნა მან.
აჭარის ლიდერის მტკიცებით, ,,აღორძინების კავშირს” საპრეზიდენტო არცევნების ბოიკოტირება არ განუხორციელებია და ხმების დათვლისთანავე ეს დადასტურდება.
რაც შეეხება რეგიონში დაფიქსირებული დაბალი აქტივობის მიზეზებს, აბაშიძის აზრით, ეს იმ გარემოებას უკავშირდება, რომ ,,მოსახლეობისათვის ალბათ, არც ახალი წელი იყო სახარბიელო”. |