ინტერ-პრესი

,,24 საათი” 2003წ. 1 ნოემბერი. გვ. A2

 

 

 

,,კმარა ვაკეში მასშტაბურ აქციას მართავს

 

გუშინ ახალგაზრდულმა მოძრაობამ ,,კმარა ვაკეში მასშტაბური აქცია გამართა. მათ ვაკის მთელ ტერიტორიაზე პლაკატები გააკრეს, რომელზეც, მარქსთან, ენგელსთან და ლენინთან ერთად, ედუარდ შევარდნაძე, ავთანდილ ჯორბენაძე და ვახტანგ რჩეულიშვილნი არიან გამოსახულნი. როგორც ახალგაზრდული მოძრაობა ,,კმარას აქტივისტმა თეა თუთბერიძემ განაცხადა, მსგავსი პლაკატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უკვე გადაიგზავნა.