მედია-ნიუსი

“ახალი თაობა”, 2003 წლის 19 ნოემბერი, გვ. 2.

 

კმარელებმა პოლიციელებს ყვვილები მიართვეს

ორგანიზაციაკმარასწევრებმა თბილისის სხვადასხვა რაიონის პოლიციის განყოფილებებს მიაკითხეს და პოლიციის თანამშრომლებს დაუმორჩილებლობის მოწოდების პროკლამაციები და ყვავილები გადასცეს. როგორცკმარასერთ-ერთი აქტივისტი თეა თუთბერიძე აცხადებს, პოლიციელების რეაქცია სხვადასხვა განყოფილებაში განსხვავებული იყო; მაგალითად, ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა კმარელები კარგად მიიღეს და ყავითაც გაუმასპინძლდნენ, მაშინ როცა მთაწმინდა-კრწანისის თანამშრომლებმა განყოფილების კარი ჩაკეტეს. და კმარელებს ერთი-ორი პოლიციელი შერჩათ დასასაჩუქრებლად. ეს აქცია სიყვარულისა და კეტილგანწყობისადმი იყო მიძღვნილი. ყვავილები კი, რომლებიც სამართალდამცავებს გადავეცით, სწორედ სიყვარულის სიმბოლოა, - აცხადებს თეა თუთბერიძე.