საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 5 იანვარი. გვ.2.

 

კომისიის წევრი გააძევეს

ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქის 72- საუბნო საარჩევნო კომისიამ მისი ერთ-ერთი წევრი უბნიდან გააძევა.

           

,,აღორძინების” პარტიის წარმომადგენელი რიმა კალანდია 2-ჯერ გააფრთხილეს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლა შეეწყვიტა, რის შემდეგაც კომისიამ მისი უბნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. თავად რიმა კალანდია ამ ქმედებას ,,აღორძინების” პარტიაზე პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.