|
|
ინტერ-პრესისაქართველოს რესპუბლიკა 2003წ. 13 დეკემბერი გვ.2კვლავ თანადგომას აღუთქვამს
“ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის” ლიდერმა ირაკლი წერეთელმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს “ნაციონალური მოძრაობის”ლიდერს მიხეილ სააკაშვილს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გუშინ კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
ირაკლი წერეთლის თქმით, მისი პრესკონფერენცია ვახტანგ გორგასლის ხსენების დღისადმი იყო მიძღვნილი. თუმცა მან შეხვედრის ძირითადი ნაწილი “ვარდების რევოლუციასა” და მიხეილ სააკაშვილზე საუბარს დაუთმო.
ირაკლი წერეთლს მიაჩნია, რომ 4 იანვარს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი პრეზიდენტად აირჩიოს ნიჭიერი, პერსპექტიული და პოპულარული ახალგაზრდა,რომელსაც თავის მხრივ, პოლიტიკური თვალსაზრისით ყველა პირობა აქვს შექმნილი, რათა “თავისი პრეზიდენტობა ქვეყნის გლობალური აღმშენებლობის გზით წარმართოს”.
“ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია”4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაებმება იმ კუთხით, რომ არჩევნების ჩატარებას რაიმე საფრთხე არ შეექმნას, ანუ “საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების უსაფრთხოების სადარაჯოზე” დადგება.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ირაკლი წერეთლის თქმით,მათი მონაწილეობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი “საარჩევნო კოდექსი” იქნება ჩამოყალიბებული” საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა წერეთელი დარწმუნებულია, რომ მას არჩევნებისთვის ბოიკოტის კვლავაც გამოცხადების ობიექტური მიზეზი არ მიეცემა. |