|
მედია-ნიუსი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 24 ნოემბერი. გვ. 2.
ლანა ღოღობერიძემ პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა ევროსაბჭოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლანა ღოღობერიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს გადადგომისაკენ მოუწოდა. როგორც ლანა ღოღობერიძემ განაცხადა, პრეზიდენტმა ისევე ღირსეულად უნდა დატოვოს თანამდებობა, როგორც ეს თავის დროზე შარლ დე გოლმა გააკეთა. დაუყოვნებლივ გააუქმეთ საგანგებო მდგომარეობა, რადგან ამას მხოლოდ სამოქალაქო ომი მოჰყვება", - მიმართავს ელჩი ედუარდ შევარდნაძეს. იგი მოუწოდებს პრეზიდენტს, მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და არ შევიდეს საქართველოს ისტორიაში ისეთი ადამიანის სახელით, რომელმაც საკუთარი ხალხის სისხლი დაღვარა. |