|
ინტერ –პრესი საქართველოს რესპუბლიკა, 2003 წელი, 13 დეკემბერი, გვ.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, იმერეთის ყოფილი გუბერნატორის თემურ შაშიაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირებმა გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 70.000-მდე მხარდამჭერის სია მიიტანეს. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტობის კანდიდატს საარჩევნო შტაბის ხელმღძვანელმა ლევან რობაქიძემ განუცხადა, სიები მთელი ნსაქართველოს მასშტაბით შეგროვდა.
მისი თქმით, თემურ შაშიაშვილი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ორშაბათიდან დაიწყეს. საარჩევნო შტაბის უფროსი პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვების სანსებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ “ქვეყანაში არსებული მზარდი აგრესიის პირობებში, პროგნოზის გაკეთება ძნელია”. |