საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ,.5 იანვარი. გვ.2.

 

მცირე დარღვევები იყო

,,სამართლიანი არჩევნების” მონაცემებით, მარნეულის #22 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა მთელი დღის განმავლობაში სერიოზული დარღვევები მიმდინარეობდა.

           

როგორც ,,ინტერ-პრესს” ,,სამართლიანი არჩევნების” პრეს-სამსახურის უფროსმა თამარ ჟვანიამ განუცხადა, ამ უბანზე საარჩევნო კომისიის წევრები არ ამოწმებდნენ, ჰქონდათ თუ არა ამომრჩევლებს მარკირების პროცედურა. გარდა ამისა, კომისიის წევრები ამომრჩეველთა რეგისტრაციისათვის არანაირ საბუთს არ ითხოვდნენ და მოსახლეობა რეგისტრაციის გარეშე აძლევდა ხმას. აღირიცხა ასევე ოჯახის წარმომადგენლის მიერ ამ ოჯახის სხვა წევრების მაგივრად ხმის მიცემის და საარჩევნო ყუთებში იმ ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევბი, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის გვარი იყო შემოხაზული.

           

არ ჩატარებულა ამომრჩეველთა მარკირება მარნეულის #31 საარჩევნო უბანზეც. აქაც აღირიცხა ოჯახის წევრთა ნაცვლად ხმის მიცემის შემთხვევები.

           

ამავე რაიონის #13 უბანზე კი კომისიის წევრებს არ ჰქონდათ საკონტროლო ფურცლები და აქედან გამომდინარე, ისინი საარჩევნო ყუთებში არ ჩაუყრიათ.

           

მარკირებასთან დაკავშირებულ დარღვევებს ადგილი ჰქონდა თბილისშიც. ნაძალადევის #29 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები მარკირებას კანონდარღვევით ახორციელებდნენ. კერძოდ, მარჯვენა ხელის საჩვენებელი ან ცერა თითის ფრჩხილის ნაცვლად, მარკირებას ხელის მტევნის ზედა მხარეს, კანზე აწარმოებდნენ, რაც კომისიის წევრების არაპროფესიონალიზმით იყო გამოწვეული. დამკვირვებლის მითითების შემდეგ ეს დარღვევა გამოსწორდა.