|
დილის გაზეთი. 2004წ. 5 იანვარი. გვ. 5.
მცხეთა – მთიანეთმა მაღალი აქტივობა გამოიჩინა წინასწარი მონაცემებით (საღამოს 20 საათისთვის), 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. თვით, ასე ვთქვათ, ,,ლეიბორისტულმა დუშეთმაც” კი მაღალი აქტივობა გამოხატა.
-- არ ვიტყოდი, რომ დუშეთი ,,ლეიბორისტულია”, მოსახლეობა ძალიან აქტიურობდა, ამჟამინდელი მონაცემბით (13 უბნიდან ჯერ კიდევ არ არის ინფორმაცია), რეგისტრირებული 15 200 ამომრჩევლიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 10 739-მა. ძალიან მარალი შედეგია. პირდაპირ, მადლობა გვინდა ვუთხრათ მოსახლეობას ასეთი აქტივობისთვის – გვეუბნება პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ბაშალეიშვილი და განაგრძობს – ყველა რაიონში არჩევნები ნორმალურად წარიმარტა, დავიარე სოფლები, მაინტერესებდა ხალხის განწყობა და გასახარია, რომ მათ იმედი გაუჩნდათ. რაიონების მიხედვით წინასაწარი მონაცემები ასეთია: მცხეთაში რეგისტრირებული 27 006 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მოვიდა 23 387; თიანეთში – 8 483-დან 7 197; ახალგორში – 4 705-დან 4 004; ყაზბეგში – 3 145-დან 2 587. ასეთია რეალობა. პროცენტები კიდევ დაზუსტდება, თუმცა ეს პროცენტი 80-ს უახლოვდება ან აჭარბებს, ანუ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ მცეთა-მთიანეთის რეგიონში არჩენბი მათალი აქტივობით შედგა და მადლობა მოსახლეობას ამისათვის.
ანალოგიურ განწყობას ინარჩუნებს მცხეთის #27 საოლქო საარჩვნო კომისიის თავმჯდომარე გია მამულაშვილი. კომისიაში საღამოს 8 საათისათვის საკმაოდ მშვიდი, ნეიტრალური სიტუაციაა, უკვე იწყებს შემოსვლას პირველი წინასწარი მონაცემები უბნიდან.
გია მამულაშვილი: - 34-ვე უბანი დროულად გაიხსნა, განსაკუთრებული დარღვევა არსად გამოვლენილა. ერთადერთი, მე-13 უბნიდან მივიღეთ სიტყვიერი შეტყობინება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებისაგან, რომ ერთ-ერთი ამომრჩეველი დაბადების მოწმობის საფუძველზე გაატარეს სიაში. ახლა იქ წასულები არიან ჩვენი წარმოდგენლები, რომ ხმების დათვლის პროცედურას დაესწრონ და გამოირიცხოს რამე გაუგებრობა. დამკვირვებლები მრავლადვ გვყავდნენ, ბევრი მათგანი ჩვენთან, კომისიაში კი არა, პირდაპირ უბნებზე მიდიოდა.
ირინა ქუმსიაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატ როინ ლიპარტელიანის წარმომადგენელი – საოლქო კომისიასი დარღვევა ნამდვილად არ ყოფილა, არც უბნებიდან შემოსულა საჩივრები, ანუ ჩვენ პრეტენზიები არ გვაქვს.
ვაჟა ბაინდურაშვილი, მცხეთაში მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის წევრი: - ხალხმა დიდი მხარდაჭერა გამოხატა, ხვალ ჩვენი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება და ია, ალბათ, ,,ნაციონალურ მოძრაობას” დატოვებს და ყველას პრეზიდენტი იქნება.
ასეთია შემდგარი არჩევნების განწყობა მცხეთა-მთიანეთში. უფრო დეტალური ინფორმაცია ამაღამ გაირკვევა, თუმცა, პრეზიდენტის ვინაობა ეჭვს არავისში იწვევს. |