|
ინტერ-პრესი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 12 ნოემბერი. გვ. 4.
"მემარჯვენეები" არჩევნების ოფიციალური შედეგების სასწრაფო გამოქვეყნებას მოითხოვენ
პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მიტინგის გამო შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა, ორივე დაპირისპირებულ მხარზე, ხელისუფლებისა და ჟვანია-სააკაშვილის გუნდზეა დამოკიდებული. დავით გამყრელიძე საკუთარ მოთხოვნებს უყენებს საქართველოს ხელისუფლებას და მისგან 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების სასწრაფო გამოქვეყნებას მოითხოვს. "არჩევნების გაყალბებაზე უფრო საშიში ის სცენარია, რაც დღეს იდგმება, როცა ვაჭრობის შედეგად, არჩევნების შედეგების დაკანონება სურთ", - აღნიშნა გამყრელიძემ "ინტერ-პრესთან" საუბრისას. "ახალი მემარჯვენეები" მოითხოვენ ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა უარი თქვას საკუთარ რევოლუციურ სცენარზე, რადგან მიიჩნევენ, რომ რევოლუციისათვის ხალხის გამოყენება "რევოლუციისათვის ირაღის გამოყენების ანალოგიურია" და ორივე შემთხვევაში ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდება. "ჩვენ ანტისახელისუფლებო და ანტისააკაშვილისტური პარტია ვართ და არ გვინდა, რომ კანონის უზენაესობა დაირღვას და კანონიერი ხელისუფლება უკანონო გზებით, ძალადობით, შანტაჟით, რევოლუციის გზით გადააყენონ", - აღნიშნა ერთ-ერთმა ლიდერმა გაჩეჩილაძემ. |