მედია-ნიუსი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 11 ნოემბერი. გვ. 2.

 

მიტინგების ორგანიზატორებს სისხლის სამართლის პასუხისგება მოუწევთ

კანცელარიაში ძალოვანი უწყებების პირველ პირთა დახურული შეხვედრის შემდეგ გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის ქუჩებში მასობრივი აქციების ორგანიზატორთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. შს მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები დედაქალაქში მასობრივი აქციების მსვლელობისას მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად მაქსიმალურად მობილიზებული არიან და ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ წესრიგის აღდგენა დედაქალაქში იარაღის გამოყენების გარეშე, სხვა საშუალებებით მოხერხდეს. "არსებობს საშიშროება, რომ პროვოკაცია თავად მომიტინგე მასის შიგნით მოხდეს", - აცხადებს შს მინისტრი.