საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 7 იანვარი. გვ.2. მიხეილ სააკაშვილი 97,5 პროცენტით ლიდერობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, უკვე დათვლილია 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების 54 ოლქში შემავალი 1237 საარჩევნო უბნის მონაცემები.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, 97,5 პროცენტით ლიდერობს მიხეილ სააკაშვილი. 1,26 პროცენტი აქვს პრეზიდენტობის კანდიდატს თემურ შაშიაშვილს, ხოლო დანარჩენ ოთხ კანდიდატს 1 პროცენტზე ნაკლები ხმების რაოდენობა გააჩნიათ. |