24
საათი. 2004წ. 5იანვარი. გვ.2.
,,ლეიბორისტული (შრომის) პარტია” კრიტიკულად აფასებს საქართველოში
მიმდინარე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს. გუშინ გამართულ ბრიფინგზე
,,ლეიბორისტული პარტიის” საინფორმაციო დეპარტამენტის თავმჯდომარემ გელა
დანელიამ გამაცხადა, რომ ცესკ-ო, რომლის შემადგენლობის უმრავლესობა
არსებული ხელისუფლების მხარდამჭერია, პრეზიდენტად დანიშნავს ,,ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს მიხეილ სააკაშვილს. დანელიას აზრით,
ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კვირას მიხეილ სააკაშვილის ღია
მხარდაჭერით წერტილი დაუსვა მითს ნოემბრის ,,ვარდების რევოლუციის”
შესახებ. |