|
პრაიმ-ნიუსი "ახალი თაობა " 10 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 5.
"მხედრიონი" არ ერევა ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირებაში
პოლიტიკური ორგანიზაცია ,,მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერი დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ დაპირისპირებაში არ ჩაერევიან. როგორც დოდო გუგეშაშვილმა პრაიმ-ნიუსს უთხრა, ,,მხედრიონი" მხარს არ დაუჭერს ძალებს, რომლებსაც სისხლისღვრა სურთ და სიტუაციის ნებისმიერი ესკალაციის წინააღმდეგია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ,,მხედრიონელები" არ აპირებენ ფაშისტური იდეოლოგიით გამსჭვალულ ხალხს დაუჭირონ მხარი, რომლებიც სამოქალაქო ომისკენ მოუწოდებენ.,,მხედრიონი" 1991-1992 წლების შეიარაღებულ სამოქალაქო დაპირისპირებაში მონაწილეობდა, რის შედეგადაც ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ ქვეყნის სადავეები დატოვა.
|