საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 6 იანვარი. გვ. 2

 

ოზურგეთი

წინასწარი შედეგების მიხედვით, ოზურგეთის რაიონში 40 033-მა ამომრჩეველმა გაიარა რეგისტრაცია, ხოლო არჩევნებში 39 400-მა მიიღო მონაწილეობა. აქედან მიხეილ სააკაშვილმა 37 167 ხმა მიიღო, 1 200 ხმა, ანუ 3 პროცენტი თემურ შაშიაშვილმა მოიპოვა, 144 – როინ ლიპარტელიანმა, 80 ხმაზაზა სიხარულიძემ და 30 ხმაქართლოს ღარიბაშვილმა.

        

საოლქო კომისიის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, ბოხვაურის საარჩევნოუბნის შედეგები გაუქმდა. საოლქო კომისიის იურისტის კახა ინწკირველის განცხადებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ საბოლოო ოქმში ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ ამომრჩევლის საერთო რაოდენობაზე20 პეროცენტით მეტი ხმა დაფიქსირდა. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა 1 350 ხმა მიიღო, მაშინ როცა უბნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 1 200-ია.

           

იგივე მიზეზით გაუქმდა სოფელ ბახვის საარჩევნო უბნის გადასატან ყუთში დაფიქსირებული შედეგებიც.

           

უნდა აღინიშნოს, რომ ,,ლეიბორისტული პარტიის” და აღორძინების კავშირის” წარმომადგენლებმა პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს.