მედია-ნიუსი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 11 ნოემბერი გვ. 2.

 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების დაკითხვა მიმდინარეობს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტოაქციის გამო თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმე ჯერჯერობით გაუხსნელია. საქმეს არ ჰყავს ეჭვმიტანილები დაბრალდებულები. როგორც "მედია-ნიუსს" მთაწმინდა - კრწანისის რაიონის პროკურორმა მირზა დოლიძემ უთხრა, ამჟამად აქციაში მონაწილეთა მოწმის სახით დაკითხვა მიმდინარეობს. მირზა დოლიძის თქმით, ჯერჯერობით არარეალურია მოწმის სახით ნინო ბურჯანაძის, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას დაკითხვა. გამოძიებამ ჯერ უნდა დაადგინოს, არის თუ არა დანაშაულის შემადგენლობა იმ ქმედებაში, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 226- მუხლით - ჯგუფური მოქმედებისორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ბრალდეულობა, საქმე გამოსაძიებლად გენერალურ პროკურატურას გადაეცემა.