|
|
|
მედია-ნიუსი ,,ახალი თაობა”. 2003. 18 ნოემბერი. გვ.2
პატიაშვილის განცხადებით იურისტები დაინტერესდნენ ბლოკ ,,პატიაშვილი-ერთობა” ლიდერის ჯუმბერ პატიაშვიის განცხადებას, რომელმაც ეჭვი გამოთქვა, რომ 1989 წლის 9 აპრილის აქციის დარბევის ორგანიზებაში პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც მონაწილეობდა, გამოეხმაურა სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი გიორგი თევზაძე. მისი აზრით, უნდა შეიქმნას სპეციალური საზოგადოებრივი კომისია, რომელშიც ჟურნალისტები და არასამთავრობო პრგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ. ,,ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, ვისი ხელი ურევია 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაში. ქართველ ხალხს აქვს იმის უფლება, რომ სიმართლე გაიგოს”, - აცხადებს თევზაძე. |